ჯო ბაიდენი ვლადიმერ ზელენკსის ივლისში თეთრ სახლში იწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა ვლადიმერ ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაიდენმა ვიზიტის საკითხი ვლადიმერ ზელენსკისთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

„მან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის უმასპინძლოს მას აქ, ვაშინგტონში თეთრ სახლში ევროპიდან დაბრუნების შემდეგ,“- აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ინფორმაცია თეთრ სახლში მიწვევის შესახებ ზელენსკიმაც დაადასტურა.

„დიდი მადლობა პრეზიდენტო ჯო ბაიდენ სატელეფონო საუბრის დროს ივლისში ჩემი თეთრ სახლში მიწვევისთვის. მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გზების განსახილველად,“- წერს ზელენსკი „ტვიტერში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა