ინდოეთის ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის ქალაქ პუნას გარეუბანში მდებარე ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს შენობაში 37 თანამშრომელი იმყოფებოდა და მაშველებს მათი გადარჩენის მიზნით შენობაში შესაღწევად კედლების ჩამონგრევა დასჭირდათ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ქარხანა კომპანია SV Aqua Technologies- ს ეკუთვნოდა, რომელიც ქლორის დიოქსიდის პროდუქტებს ამზადებს, რომელიც, როგორც წესი, წყლის დასამუშავებლად გამოიყენება.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძირა და კომპენსაციის სახით თითოეულ ოჯახს 200 000 რუპიას (2 800 აშშ დოლარი) დაჰპირდა. მისივე თქმით, კომპენსაციას (დაახლოებით 690 აშშ დოლარის ოდენობით) მიიღებენ დაშავებულებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა