ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ვაქცინაციის საშუალება რეგიონებშიც ექნებათ

დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებშიც იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან. ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ:

https://gnta.ge/ge/registration-form/...

ბოლო მონაცემებით ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა