ჯასტინ ტრიუდო მუსლიმი ოჯახის მკვლელობაზე - ისლამოფობიის ადგილი არც ერთ საზოგადოებაში არ არის

ისლამოფობიის ადგილი არც ერთ საზოგადოებაში არ არის, ეს სიძულვილი მზაკვრული და საზიზღარია და ის უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო „ტვიტერში“ წერს, რითაც ის კანადაში, ონტარიოს პროვინციაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.

სამართალდამცავების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ქუჩაში მდგარ ოჯახის წევრებს განზრახ დაეჯახა იმის გამო, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ.

ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი - ორი ქალი, ერთი მამაკაცი და 15 წლის გოგონა - დაიღუპა. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, 9 წლის ბიჭი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია კანადის 20 წლის მოქალაქე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა