კახა კალაძე - ჩემი საარჩევნო დაპირება იყო თბილისის დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობა - პროექტი მზადაა, დაახლოებით 2 წელი დასჭირდება მის განხორციელებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. როგორც მან გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განმარტა, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

მისი თქმით, მოხდება ზოოპარკის გადატანა ქალაქის ცენტრიდან და მოეწყობა სივრცე ახალგაზრდებისთვის.

„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო თბილისის დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობა. 160 ჰექტარზე არის ტერიტორია გადაჭიმული და გვინდა მისი განახლება, კეთილმოწყობა, პროექტი უკვე მზად გვაქვს და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას იმიტომ, რომ საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლოს მოხდება ზოოპარკის გადატანა ქალაქის ცენტრიდან, ამის სივრცე და შესაძლებლობა არსებობს. ასევე გვაქვს იდეა, რომ დენდროლოგიურ პარკში მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს, მხატვრებს, ხელოვანებს ექნებათ შესაძლობა, ეს სივრცეები ყოველგვარი გადასახადის გარეშე, უფასოდ გამოიყენონ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზი გარემო და ბუნება იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა