ლელა ქებურია - უნდა შევძლოთ მსხვილ ქალაქებში მერობის კანდიდატებზე შეთანხმება

ამ საკითხზე დისკუსია უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ, გონივრული, შეთანხმებული მოქმედება იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადოთ, რომელიც ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მსხვილ ქალაქებში მერობის კანდიდატებზე შეთანხმება უნდა შეძლონ.

„ჩვენი „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც შეთანხმების ნაწილში, ასევე არალეგიტიმურ პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე დისკუსია უნდა შეწყდეს და ჩვენ უნდა შევძლოთ, გონივრული, შეთანხმებული მოქმედება იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადოთ, რომელიც ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზაა. უნდა შევძლოთ მსხვილ ქალაქებში მერობის კანდიდატებზე შეთანხმება და შეთანხმება მაჟორიტარულ კანდიდატებზე, სადაც ეს აუცილებლად მიგვაჩნია“, - განაცხადა ქებურიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა