„მწვანე ბარათის“ გათამაშების ათასობით გამარჯვებულმა ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ათასობით ადამიანმა, რომელმაც 2021 წელს აშშ-ის „მწვანე ბარათი“ მოიგო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ამ მოქალაქეებს განუცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მათი სავიზო განაცხადები პრიორიტეტული არ არის, მათ გაუჩნდათ შიში, რომ შეერთებულ შტატებში გადასვლის შანსს დაკარგავენ.

ადვოკატი კერტის მორისონი, რომელიც მოსარჩელეებს წარმოადგენს, „ტვიტერში“ წერს, რომ საჩივარი კოლუმბიის საოლქო სასამართლოში 141 ქვეყნის 24 000-ზე მეტი მოქალაქის სახელითაა შესული.

შეერთებული შტატები, სპეციალური გათამაშების საშუალებით, ყოველწლიურად 55 000 „მწვანე ბარათს“ გასცემს. თუმცა ვიზის ვადის ამოწურვის შემთხვევაში გამარჯვებულმა, შესაძლოა, პროგრამის ფარგლებში აშშ-ში გამგზავრების შანსი სრულიად დაკარგოს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ათასობით გამარჯვებული, რომელსაც განუცხადეს, რომ შეერთებულ შტატებში მათი შესვლის ვადა ამოიწურა, აშშ-ის მთავრობას ჯერ კიდევ სასამართლოს გზით ებრძვის.

2021 წლის გამარჯვებულების სარჩელში კი აღნიშნულია, რომ პროგრამის მკაცრი ვადების მიუხედავად, საკონსულოები უარს ეუბნებიან გასაუბრებაზე. ამასთან, მათი განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის დამუშავებისთვის DV კატეგორიის ვიზებისთვის ყველაზე დაბალი დონის პრიორიტეტის მინიჭებასთან დაკავშირებით ვიზების დროულად მიღებას შეუძლებელს ხდის.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს