ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი გახარიას გადადგომა სახელმწიფო ინტერესებისთვის შეუთავსებელი და გუნდის ღალატის ტოლფასი იყო

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა სახელმწიფო ინტერესებისთვის შეუთავსებელი და გუნდის ღალატის ტოლფასი იყო.

ამასთან, ქადაგიშვილის აზრით, თუ გახარიას ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა ჰქონდა, ეს პასუხისმგებლობა არ უნდა შეეცვალა.

„მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იმ მომენტში იყო სახელმწიფო ინტერესებისთვის შეუთავსებელი და ღალატის ტოლფასია გუნდთან, როდესაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა ხდება. მითუმეტეს, როდესაც ერთი კვირის შემდეგ ამბობ, რომ პოლიტიკაში რჩები და უკან აპირებ მოტრიალებას. თუ ეს პასუხისმგებლობა გაგაჩნდა ქვეყნის წინაშე, ეს პასუხისმგებლობა ორ დღეში არ უნდა შეგეცვალა. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდით, განმსაზღვრელი იყო პრემიერის პოზიცია”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა