ნინო წილოსანი - „ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ფუქსავატურად შემოვიდეს პარლამენტში

„ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ფუქსავატურად შემოვიდეს პარლამენტში. მათი შემოსვლის პარალელურად „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ სხვა ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ პროცესის გავლას და საბოლოო პოზიტიური შედეგებით სარგებლობას,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის იმიჯიც არ აინტერესებს.

„ძალიან კარგად ვიცით, ვის მიმართ არის ამნისტიის ეს კანონპროექტი ძირითადად და ვინ იქნება ამნისტირებული. ძალიან ლამაზ პოზაში უნდათ ამნისტიის კანონი მიიღონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას ძალიან კარგ ანალიზს გაუკეთებს ჩვენი და მათ შორის მათი ამომრჩეველიც",- განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე შემოსვლა პირდაპირ იმის ნიშანია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" არაფერი შეცვლილა.

„ქვეყნის იმიჯი, როგორც აღმოჩნდა, მათ სრულებით არ აინტერესებთ. დღეს მათი შემოსვლა ასევე დაგვიანებით მოხდება, ისინი სესიის ნაწილს არ ესწრებიან და ალბათ, ამასაც თავისი არაადეკვატური პოლიტიკური ახსნა აქვს. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი შემოსვლა განსაკუთრებულს არაფერს შესძენს პარლამენტს. ისინი თუ იგივე რეჟიმით გააგრძელებენ, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, კარგად ვიცით, რისი გაკეთება შეუძლიათ - ეს არის დესტრუქცია და საბოტაჟი, რომელსაც ძალიან კარგად ახერხებდნენ და რომლის მეშვეობითაც მათმა პოლიტიკურმა ლიდერმა პარტიის ფიქტიური თავმჯდომარეობაც მიიღო.

საკანონმდებლო ორგანოში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე შემოსვლა პირდაპირ იმის ნიშანია, რომ მათში არაფერი შეცვლილა. შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პარტიებს შორის დემოკრატიული და დასავლური სულისკვეთების ფორმატი, ისინი ემიჯნებიან ამ ყველაფერს, ემიჯნებიან; ევროპულ გზას და იმ პრინციპებს, რომელზეც მიგვითითებს, მოგვიწოდებს და ვთანხმდებით ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობის ნაწილში",- განაცხადა წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა