მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა მსოფლიოს 18 ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების 800-ზე მეტი წევრი დააკავეს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომელსაც „ეფბიაი“ და „ევროპოლი“ ხელმძღვანელობდნენ, სამართალდამცავებმა მსოფლიოს 18 ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ახალ ზელანდიაში, დანაშაულებრივი დაჯგუფებების 800-ზე მეტი წევრი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, „ოპერაცია ტროას ფარი“ 18 თვის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობით მიმდინარეობდა და მათ აპლიკაცია ANoM-ის საშუალებით მილიონობით შეტყობინებაზე მიიღეს წვდომა.

ასობით პირის დაკავების გარდა, ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა ექვსი ტონა კოკაინი, ხუთი ტონა მარიხუანა, ორი ტონა მეტამფეტამინი და 148 მილიონი აშშ დოლარი ამოიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა