ბექა დავითულიანი „ნაცმოძრაობაზე“ - პროცესების რადიკალიზაციის 6-თვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობის შემდეგ დაყარეს ფარ-ხმალი და თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაიღეს

მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის 6- თვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობის შემდეგ დაყარეს ფარ-ხმალი ბოლოს და ბოლოს, თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაიღეს და აქ შემოსვლა გადაწყვიტეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს სწორედ იმ სავარძლებში სხედან, რომელში ჩაჯდომას „სამშობლოს ღალატად რაცხავდნენ“.

„მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვიდა და რატომღაც ვერ გაბედა განცხადებების ნაწილზე დასწრება პარლამენტში, თუმცა მინდა ვანუგეშო ისინი და ვუთხრა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას. მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის 6 თვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დაყარეს ფარ-ხმალი, თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაიღეს და აქ შემოსვლა გადაწყვიტეს“,- განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუსტად ასევე მოუწევს პოზიციის შეცვლა და მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა.

„კიდევ ერთხელ მივესალმები მათ ამ გადაწყვეტილებას, დარმუნებული ვარ, ზუსტად ასევე მოუწევთ პოზიციის შეცვლა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა. სჯობს გვიან, ვიდრე არსდროს პრინციპით იმოქმედებენ, რადგან პირველ რიგში, მართლა ასე სჯობს მათთვის და მერე ქვეყნისთვის“,- განაცხადა დავითულიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა