სომხეთის თავდაცვის უწყება - სომეხი ჯარისკაცი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნისლის გამო აღმოჩნდა

სომეხი ჯარისკაცი, რიგითი არტურ კატანიანი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ მან ნისლის გამო ორიენტაცია დაკარგა, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ კატანიანი “დივერსანტია”, სინამდვილეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრი დააკავეს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ლაჩინის რაიონში შეიჭრა. მათი მტკიცებით, პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის სავარაუდო მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დანაღმვითი სამუშაოების განხორციელება იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა