ბელარუსი დემონსტრანტებისა და „ექსტრემისტების“ წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ექსტრემისტულ საქმიანობასა“ და არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ახალი კანონის თანახმად, მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ორზე მეტ „უკანონო“ საპროტესტო აქციაში, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ პირებს კი, ვინც „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობას მიიღებენ, ან „ექსტრემიზმს წაახალისებენ“, 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

ამასთან, ახალი კანონის თანახმად, 7 წლამდე იზრდება პატიმრობის მაქსიმალური ვადა იმ პირებისთვის, ვინც პოლიციის მიმართ ძალადობას ჩაიდენს ან ძალადობით დაემუქრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს