Reuters - ემანუელ მაკრონს მოქალაქეებთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა სილა გააწნა

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ სილა გააწნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, დრომის რეგიონში რესტორნის მფლობელებსა და სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა და მათ კოვიდ 19-ისგან გამოწვეულ პრობლემებზე ესაუბრებოდა.

მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ერთ-ერთ მოქალაქეს ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა, მამაკაცმა კი დაიყვირა: „ძირს მაკრონი“ და პრეზიდენტს სილა გააწნა.

მაკრონის დაცვის წევრებმა მამაკაცი მიწაზე დააწვინეს, პრეზიდენტი კი მისგან მოშორებით გაიყვანეს. ტელეკომპანია BFM TV-ის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს