ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს - გადმოგცემთ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ

სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზად არის საკუთარი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ ყველა სომეხ სამხედროზე გაცვალოს, რომლებსაც ერევანში სამხედრო ტყვეებად მიიჩნევენ.

ორშაბათს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტყვეები „ბაქოს ციხეებში იბრძვიან სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ისინი არ გვაპატიებენ, თუკი მათი თავისუფლებისთვის მსხვერპლად შევწირავთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“.

მისი ამ განცხადების შემდეგ, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს 20-25 სამხედრო ტყვე.

„მე ვამბობ, რომ თანახმა ვარ. ოფიციალურად ვეუბნები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევს - გადმოგცემ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ. ოფიციალურად ვაცხადებ, გადმოგცემთ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა