ენტონი ფაუჩი - ვერ დავუშვებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსის დელტა ვარიანტი გაბატონდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი შემთხვევების 60 პროცენტი კორონავირუსის დელტა, ე.წ. ინდურ ვარიანტზე მოდის და არ უნდა დაუშვან, რომ იგივე შეერთებულ შტატებშიც მოხდეს.

„ვერ დავუშვებთ, რომ ეს აშშ-ში მოხდეს, რისი ძლიერი არგუმენტიც ვაქცინაციაა,“ - აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, დელტა ვარიანტი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 60 ქვეყანაშია გავრცელებული, უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა ვარიანტი და იზრდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკიც, თუმცა როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მის წინააღმდეგ ეფექტურია.

„საბედნიეროდ, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა ეფექტურია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. თუ პირველი დოზა უკვე მიღებული გაქვთ, გაიკეთეთ მეორეც. მათ კი, ვინც ჯერ საერთოდ არ აცრილხართ, გთხოვთ, გაიკეთოთ ვაქცინა,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ამჟამად აშშ-ში ახალი შემთხვევების 6 პროცენტზე მეტი დელტა ვარიანტზე მოდის.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს