აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ლაჩინის რაიონში დაკავებული სომეხი ჯარისკაცი სომხურ მხარეს გადაეცა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გუშინ დაკავებული სომეხი ჯარისკაცი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეჭრის გამო დააკავეს, სომხურ მხარეს გადაეცა.

„დამატებითი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე არტურ კარტანიანი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ლაჩინის მონაკვეთზე 8 ივნისს დავაკავეთ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პროვოკაციის ჩადენის მიზნით არ შემოსულა. ამის გათვალისწინებით, ის სომხურ მხარეს გადაეცა,“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მათი მტკიცებით, ის ნაბიჯი, რომ აზერბაიჯანმა უზრუნველყო იმ პირის დაბრუნება, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული არ ჩაუდენია, აზერბაიჯანული მხარის ჰუმანური ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გუშინ განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრი დააკავეს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ლაჩინის რაიონში შეიჭრა. მათი მტკიცებით, პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის სავარაუდო მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დანაღმვითი სამუშაოების განხორციელება იყო.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?