სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიზანი ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებაა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიზანია გაზარდოს ქვეყნის შესაძლებლობა ჩინური ტექნოლოგიებისთვის კონკურენციის გაწევის კუთხით და შეამციროს ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენა.

კერძოდ, ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის ტექნოლოგიებისა და კვლევის გაძლიერებისთვის 190 მილიარდი აშშ დოლარის, ნახევარგამტარებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოებისა და კვლევის გაზრდის მიზნით კი - 54 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჩინეთთან დაკავშირებულ სხვა დებულებებსაც შეიცავს, მათ შორის სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის ჩამოტვირთვის აკრძალვას სამთავრობო მოწყობილობებზე და ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერილი კომპანიების მიერ წარმოებული და გაყიდული დრონების შეძენის დაბლოკვას. ის ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ში განხორციელებულ კიბერ თავდასხმებში, ან ამერიკული კომპანიებისგან ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში არიან ჩართულები.

კანონპროექტს, რომელიც სენატმა 68 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო