ახალ ზელანდიაში დაახლოებით 30 000-მა ექთანმა 8-საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ. ათასობით ექთანმა პლაკატებით ხელში ქუჩებში მსვლელობა მოაწყო, ნაწილი კი სხვადასხვა პარკებში და საავადმყოფოებთან შეიკრიბნენ.
გაფიცვის გამო დროებით გაუქმდა ყველა არაგადაუდებელი ოპერაცია და ამბულატორიული მომსახურება.
ექთნები აცხადებენ, რომ სამუშაო პირობები კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.
ახალი ზელანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ექთნების მოთხოვნას, რომელიც ხელფასების 17%-ით გაზრდას ითვალისწინებს, ვერ დააკმაყოფილებენ, თუმცა მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.