რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთში, ქალაქ რიაზანის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. ამასთან, მაშველებმა საავადმყოფოდან 35 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების ცხელი ხაზის ცნობით, დაღუპულები არიან პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში კოვიდ 19-სგან გამოწვეული მძიმე გართულებების გამო მკურნალობდნენ.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.