რენატე ვინტერი - საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, თავისუფალი მთავრობისა და პოლიტიკოსების ზეგავლენისგან

არ არსებობს ქვეყანა, სადაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული გამოწვევები არ არსებობს და საქართველო გამონაკლისი არ არის. აქ არსებობს პრობლემები და არსებობს პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში თანამედროვე საუკუნის განმავლობაში სასამართლო სისტემა თავისუფალი არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თქვენ არ იცით, რამდენად რთულია, ნებისმიერისთვის, რომელმაც განათლება მიიღო არადამოუკიდებელ სისტემაში, იყოს დამოუკიდებელი. თუ იმ ქვეყნის მოსამართლე ხარ, სადაც დამოუკიდებლობის საკუთარი გაგება არსებობს, სრულიად განსხვავებულად ისაუბრებ და იფიქრებ და უნდა ისწავლო, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და რას ნიშნავს დამოუკიდებლობის პასუხისმგებლობა. ეს არის ე.წ. კლანის პრობლემა.

საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მთავრობისა და პოლიტიკოსების ზეგავლენისგან. ასევე მეორე მხრივ, აუცილებელია შინაგანი თავისუფლება და ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭომ ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს, იმისთვის, რომ ეს შინაგანი თავისუფლება მიანიჭოს მოსამართლეებს. მან ეს უნდა ისწავლოს, ვინაიდან ეს არის ის, რაც აქ არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა რენატე ვინტერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო