დონალდ ტრამპი ქვეყნებს „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ აკრძალვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმება ნიგერიის მთავრობის გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ აკრძალვასთან დაკავშირებით და პლატფორმების აკრძალვისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.

„ვულოცავ ნიგერიას, რომელმაც აკრძალა „ტვიტერი“ იმის გამო, რომ მათ აკრძალვა ქვეყნის პრეზიდენტს დაუწესეს. ვინ არიან ისინი გვიკარნახონ, ვინ არის კეთილი და ვინ ბოროტი?“- აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ნიგერიაში სოციალური ქსელი „ტვიტერი“ დაბლოკეს. მთავრობის განმარტებით, ნიგერიაში „ტვიტერს“ ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ იყენებდნენ, ამიტომ სოციალური ქსელის დაბლოკვა აუცილებელი გახდა. ნიგერიის ხელისუფლების გაღიზიანება „ტვიტერის“ ადმინისტრაციის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის, მუჰამადუ ბუჰარის პოსტის წაშლამ გამოიწვია. „ტვიტერის“ განმარტებით, პოსტის შინაარსი კომპანიის წესებს არღვევდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა