რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 10 407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 156 250 -ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 399 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 124 895-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.76 მილიონი ადამიანი განიკურნა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.