რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზაზე აღინიშნა

რეინჯერების 12 წლის იუბილე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში 56-მა წვევამდელმა ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სერტიფიკატები, მედლები და საშტატო იარაღი გადაეცა.

ღონისძიება იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზის სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებით დასრულდა, რეინჯერთა ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო ვაზნებითა და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გამოყენებით რეიდი განახორციელა, სადაც კოორდინირებული ცეცხლით მოწინააღმდეგე გაანადგურა.

,,პროფესიული დღე რეინჯერთა პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ყურადღება რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სპეციალური ოპერაციების ძალებში 2019 წლის 10 იანვარს ჩატარებული ოპტიმიზაციის შედეგად რეინჯერთა ბატალიონისგან ჩამოყალიბდა ორი რეინჯერთა ასეული, რომლებიც რეგიონალური პრინციპით გადანაწილდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში. სამომავლოდ დაგეგმილია რეინჯერთა ქვედანაყოფის ბატალიონის დონეზე გაზრდა და განლაგება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ მიმართულებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო