ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე ციფრულ კოვიდსერტიფიკაციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს მხარი 543 -მა კანონმდებელმა დაუჭირა, 93 - წინააღმდეგი წავიდა, 46-მა კი - თავი შეიკავა.

რეგულაციების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების მიერ კოვიდსერტიფიკატის გაცემა უფასოდ მოხდება ქაღალდის დოკუმენტის ან ციფრული სახით. დოკუმენტში დამოწმებული იქნება, რომ პირი ვაქცინირებულია, ან კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს ან ვირუსი გადაიტანა.

ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლის 1-ელი ივლისიდან შევა და 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კოვიდსერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილების კოვიდსერტიფიკატები. ამასთან, ინდივიდუალურად წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, აღიარებენ თუ არა ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნულო დონეზე, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო გამოყენების მიზნით დამკტიცებული ვაქცინებით აცრილების სერთიფიკატებს.

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა