Bloomberg - ევროკავშირში ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 21.7%-ია აცრილი, აშშ-ში კი - 42.3%

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 178 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.19 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 14.3%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 37.8 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 794 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 303 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 275 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 238 მილიონი.

მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული სეიშელის კუნძულებზეა, სადაც ვაქცინაცის ორივე დოზა მოსახლეობის 66.7%-მა მიიღო. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 21.7%, აშშ-ში კი - 42.3%.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა