ლიეტუვის პრეზიდენტი - ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, დაიცვან ასპირანტი ქვეყნების, უკრაინის და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, ნატო-ს სამიტის წინ ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მჭიდრო კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან და ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერის კუთხით ერთიანი პოზიცია აქვთ.

„ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მჭიდრო კოორდინაციაში არიან ნატო-ს სამიტის წინ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მტკიცე შეკავება, გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და მუდმივად შევიტანოთ წვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ადაპტაციაში.

ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, დაიცვან ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი „ტვიტერში“.

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა