დავით კირკიტაძე ირაკლი ქადაგიშვილს - ვინ ვინ და თქვენ ნუ გვეტყვით პარლამენტის შენობაზე შეტევაზე - ადამიანი, რომელიც იმ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდით, ვინც საქართველოს პირველ პრეზიდენტს ტყვიებს უშენდა

ბატონო ირაკლი, ვინ ვინ და თქვენ ნუ გვეტყვით პარლამენტის შენობაზე შეტევაზე - ადამიანი, რომელიც იმ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდით, ვინც საქართველოს პირველ პრეზიდენტს ტყვიებს უშენდა, - ამ განცხადებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც კირკიტაძემ ქადაგიშვილის პასუხად განაცხადა, მისმა საუბარმა იმ წლებისკენ გადაიყვანა, რომლის გახსენებაც არ სურდა.

„როცა საუბრობთ, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაში შემოჭრა გვინდოდა, ნუღარ გაგვახსენებთ უახლოეს წარსულს. გვახსოვს ყველაფერი! აქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც მშობლები და აუხლოესი ადამიანები დაეღუპათ. იმ ტკივილს ნუღარ გაგვახსენებთ, ზუსტად ვინ მოახდინა აი ამ შენობაში შემოჭრა, რამ დააზარალა საქართველო და რამ დაახევინა ქვეყანას უკან. გავრილოვი კი არა, იმის წინამორბედებით - როდიონოვებით და გრაჩოვებით მოდიოდით ზვიად გამსახურდიაზე - მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. ვინ ნახეთ პარლამენტის შენობაში 20 ივნისს შემოჭრილი?! ან რა გვინდოდა ამ შენობაში, გულწრფელად მინდა დაგაჯეროთ, რომ ამას არავინ აპირებდა. 20 ივნისს ხალხი ღირსების დასაცავად გამოვიდა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ ირაკლი ქადაგიშვილის საპასუხოდ.

პარლამენტში, კამათისა და მხარეებს შორის პოლიტიკური ბრალდებების ფონზე, ფრაქცია "ქართული ოცნების" ავტორობით წარდგენილი “ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავენ.

„ქართული ოცნების“ კანონის პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა