გუბაზ სანიკიძე - როგორ აღმოჩნდა ზვიადის სავარძელში გავრილოვი?! კი, ბატონო, გადადგა კობახიძე, შუა საუკუნეებში თავებს ჭრიდნენ ჩვენი მეფეები ასეთებს, მაგრამ მადლობა ღმერთს ახლა არ არის შუა საუკუნეები

როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი იქ?! კი, გადადგა ადამიანი, ბატონი კობახიძე. შუა საუკუნეებში თავებს ჭრიდნენ ჩვენი მეფეები ასეთებს, მაგრამ მადლობა ღმერთს ახლა, არ არის შუა საუკუნეები, მაგრამ ეს არასაკმარისია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიზემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სანიკიძემ მიმართა უმრავლესობის წევრს ირაკლი ქადაგიშვილს, დახმარებოდა დაზუსტებაში, თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

„კოლეგებო, ვაზუსტებ. მშვიდად, წყნარად. ამ დარბაზში ყველაზე დიდი ხანია ვისაც ვიცნობ, ეს არის ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი, ძალიან გთხოვ, იქნებ, მომეხმარო დავაზუსტოთ ეს შეკითხვა ჩვენ კოლეგებთან. მე შეფასება არ მიკითხავს გავრილოვის თემაზე, მე თვითონ პროცედურა მაინტერესებს, როგორ და რატომ აღმოჩნდა იქ. ეს არის ჩემთვის მთავარი შეკითხვა, იმიტომ, რომ ამაზე პასუხი გაცემული არ არის, მეგობრებო. ვერ გავიგე, რატომ გეშლებათ ნერვები? როგორ და რატომ აღმოჩნდა იქ? კი ბატონო, გადადგა ადამიანი, ბატონი კობახიძე. შუა საუკუნეებში თავებს ჭრიდნენ ჩვენი მეფეები ასეთებს, მაგრამ მადლობა ღმერთს ახლა არ არის შუა საუკუნეები, მაგრამ ეს არასაკმარისია. როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო სიმბოლოზე, მთავარ სავარძელში, ზვიადის სავარძელში საქართველოს მოძულე. ამაზე გამეცით პასუხი თქვენი შეფასებები არ მაინტერესებს, მე“- განაცხადა სანიკიძემ

რაც შეეხება ირაკლი ქადაგიშვილის პასუხს, როგორც მან განმარტა, 2019 წელს, როდესაც სერგეი გავრილოვი თბილისში ჩამოვიდა, იმ დროს პარლამენტის წევრი არ იყო, თუმცა როგორც მოქალაქე დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი პარლამენტში. საბოლოო ჯამში, ამ კითხვაზე, ქადაგიშვილმა სრული პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, რადგან რეგლამენტით გათვალისწინებული სასაუბრო დრო ამოიწურა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა, რომ დროის შემდეგი დამატების შემთხვევაში მიეცემოდა სრულად პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა