„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა, სატრანსპორტო მიმართულების ექსპერტებს პარლამენტში უმასპინძლეს

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა, სატრანსპორტო მიმართულების ექსპერტებს პარლამენტში უმასპინძლეს. „სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა, თბილისში არსებული სატრანსპორტო მდგომარეობა, კერძოდ ყვითელი და ლურჯი სამარშუტო ტაქსების პრობლემები იყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი ასევე შეეხო მძღოლების შემცირებულ ანაზღაურებასაც, მათ სამუშაო გრაფიკს და იმ ვალდებულებებს და დღის გეგმებს, რომელსაც კერძო კომპანიები მძღოლებს ავალებენ.

„ჯერ ყვითელი „მარშუტკები“ ჩაუდგნენ წილში და შემდეგ მთლიანად წაართვეს ამ ხალხს ეს ბიზნესი. მძღოლი, რომელიც იღებდა 1500 ლარს ხელფასს, ჩამოიყვანეს 770-ლარიან ხელფასზე, ყვითელი „მარშუტკის“ მოიჯარე მძღოლები ამოაგდეს საერთოდ ამ ბიზნესისგან, 700 ე.წ. დისპეჩერი უმუშევარი დატოვეს, 9 წლის მანძილზე პირდებოდნენ, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ ყვითელი „მარშუტკები“ ამ ხალხის იქნებოდა და ამასაც ვერ იფორმებენ, ეს არის უსამართლო და ჩვენი გუნდი გამოგყვებათ ამ ბრძოლაში. ექსპერტებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ ამ ადამიანების შრომა, რაც გაწიეს 30 წლის მანძილზე, არ წაერთვათ. ჩვენი ფუნქციაა, რომ თქვენი ხმა ვიყოთ პარლამენტში”, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა