PACE -ს თანამომხსენებლები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანიმ (რუმინეთი) და კლოდ კერნიმ (საფრანგეთი) ღრმა შეშფოთება გამოხატეს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის, მათ შორის კოვიდ 19-ის ზეგავლენით გამოწვეული სიტუაციის, გამო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ისინი მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც ამ სიტუაციის შემსუბუქებისკენაა მიმართული და ღრმა მწუხარება გამოხატეს, რომ ამგვარ მცდელობებს ხელს უშლიდა ამ რეგიონებსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის თავისუფალ გადაადგილებაზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მოსახლეობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაწესებული შეზღუდვები. შესაბამისად, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ მოიხსნას ეს შეზღუდვები,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო