საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ის ძირითადი საკითხი იყო, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის ელჩთან საქართველოში პაველ ვიზდალთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სლოვაკეთის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების კონტრიბუციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატო-ს მეტ ჩართულობას საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე, სადაც განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის განვითარებაში სლოვაკეთის კონტრიბუცია.

შეხვედრას სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ივან კმეტიც დაესწრო, რომელმაც დაასრულა თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში და გამოსამშვიდობებელი შეხვედრებისთვის ანკარიდან ჩამოვიდა. მინისტრმა სლოვაკ ოფიცერს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა