გერმანიის საგარეო მინისტრის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ "ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში მოლაპარაკებებზე, შეიძლება, ცუდად იმოქმედოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის მიწოდება შეიძლება უარყოფითად აისახოს "ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში" შეხვედრების ჩატარების აუცილებლობაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაასმა ბერლინში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰეიკო მაასის განცხადებით, დიმიტრი კულებასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს.

„რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, მე ვთქვი, რომ როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დავურეკავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში შეხვედრა დავაორგანიზოთ და ამ სატელეფონო საუბრისას ვიტყვი, რომ გადავწყვიტეთ იარაღი მივაწოდოთ კონფლიქტის ერთ მხარეს, ვფიქრობ, ეს სატელეფონო საუბარი გაცილებით მოკლე იქნება, ვიდრე უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებას სურს გააგრძელოს უკრაინის დახმარება, რათა მან განავითაროს თავისი ეკონომიკა და გააუმჯობესოს მისი მოქალაქეების კეთილდღეობა.

"ჩვენ ასევე გვინდა მხარი დავუჭიროთ უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებს და გვსურს წვლილი შევიტანოთ, რათა დონბასში სუფევდეს მშვიდობა. ეს ჩვენი პრიორიტეტებია", - აღნიშნა მაასმა.

მან დასძინა, რომ უკრაინას შეუძლია ამ საკითხებში კვლავ გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა