მედიის ინფორმაციით, აშშ Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეისყიდის, რომ მსოფლიოს გაუნაწილოს

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეისყიდის, რომ მსოფლიოს გაუნაწილოს - ინფორმაციას The Associated Press და Washington post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ცნობით, ამ დოზების განაწილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა „კოვაქსის“ საშუალებით მოხდება.

Associated Press წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამის შესახებ ხვალ განაცხადებს, ვიდრე ინგლისში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყება.

წყაროს ცნობით, 200 მილიონ დოზას, რომელიც 100 მილიონი ადამიანის სრულად ვაქცინაციისთვის არის საკმარისი, აშშ მიმდინარე წელს გაიღებს, ხოლო დანარჩენ დოზებს 2022 წლის პირველ ნახევარში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა