რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულ" და არაკანონიერ ორგანიზაციებად გამოაცხადა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს "ექსტრემისტული" ორგანიზაციები უწოდა და არაკანონიერად გამოაცხადა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება მათთვის, ვინც ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან და მის რეგიონალურ ქსელთანაა დაკავშირებული.

გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა, ნავალნის თანაგუნდელებს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ 19 სექტემბრის არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატებს მოიპოვებდნენ, თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ იმ პირებს, რომლებიც ორგანიზაციაში მუშაობენ, ვინაიდან ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობა პატიმრობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა