გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 7 540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ

გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7 540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 26 თებერვლის შემდეგ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის, ე.წ. „ინდური ვარიანტის“, შედეგად გაერთიანებულ სამეფოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება.

ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 127 860-ს მიაღწია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ნაადრევია იმის თქმა, შესაძლოა, თუ არა „ლოქდაუნის“ დასრულება დაგეგმილისამებრ, 21 ივნისს.

„ორშაბათს ჩვენ გადავხედავთ სად ვართ. ვფიქრობ, რასაც ყველას კარგად ხედავს, არის ის, რომ ინფიცირების შემთხვევები მატულობს და ზოგიერთ შემთხვევაში იზრდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც“, - განაცხადა ჯონსონმა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი დაახლოებით 40% -ით უფრო გადამდებია ვიდრე „ალფა“ (დიდი ბრიტანული) ვარიანტი. ჰენკოკმა განმარტა, რომ ვაქცინის ერთი დოზა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ და მან მოსახლეობას მეორე დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა