კატარის სახელმწიფოში, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და სპარსეთის ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu Hypermarket-ის მრავალთვიანი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის 9 ივნისიდან ქ. დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელი მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენას. მინერალური წყალი,ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი - ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.

მათი ინფორმაციით, ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021 (Georgian Food Festival 2021), საზეიმო ვითარებაში გახსნეს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა.

მათივე ცნობით, ხსენებული ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში განხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა