ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ იერუსალიმის ახლოს გაჩენილი ხანძარი წინასწარგანზრახული ქმედება იყო

ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ იერუსალიმის მიდამოებში გაჩენილი ტყის ხანძარი პალესტინელების მიერ განხორციელებული წინასწარ განზრახული ქმედება იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ შუადღისას იერუსალიმის დასავლეთით ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურები იძულებულები გახდნენ, მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით ადამიანის ევაკუირება განეხორციელებინათ.

რამდენიმე ხანძარი გაჩნდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც.

ხანძრების ლოკალიზება საღამომდე მოხერხდა, თუმცა მეხანძრეები ტერიტორიებზე ღამის განმავლობაშიც დარჩნენ.

ხანძრების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების გაშიფვრა მიმდინარეობს.

ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა, მედიის ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა