საველე ბანაკ „პალდოში“ ტერიტორიულ რეზერვისტთა სწავლება მიმდინარეობს

ბანაკ „პალდოში“ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის აქტიურ რეზერვისტთა ერთკვირიანი სწავლება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადის.

„დღეს „პალდოს“ სასროლეთზე სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საცეცხლე მომზადება ჩატარდა. საბაზისო ერთკვირიანი სამხედრო სწავლების გავლის შემდეგ, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წლის განმავლობაში არაუმეტეს 45 დღე შეიკრიბებიან და სამხედრო მომზადებას გაივლიან. რეზერვისტებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდათ და ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი სამუშაო ადგილებიც შეუნარჩუნდებათ. პროგრამაში ჩართულ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

აღნიშნული სწავლების პარალელურად, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის სწავლება დასავლეთ საქართველოში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 120, ხოლო მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 85 რეზერვისტით დაკომპლექტდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს