არჩილ თალაკვაძე - მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია უნდა იყოს მიღებული არც ერთი მხარის სასარგებლოდ, ის უნდა შეეხოს ყველა მხარეს და ამან უნდა შეძლოს უთანხმოებების ფურცლის გადაშლა

მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია უნდა იყოს მიღებული არც ერთი მხარის სასარგებლოდ, ის უნდა შეეხოს ყველა მხარეს და ამან უნდა შეძლოს უთანხმოებების ფურცლის გადაშლა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე -სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი მზად არიან, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღონ ზუსტად ისე, როგორც ეს შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია.

თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ამნისტიის კანონპროექტს.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ამდენ დროს კარგავს ოპოზიცია პარლამენტში, თავისთავად ეს დრო აკლდება უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მივიღოთ ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის პროექტში წერია.

მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია უნდა იყოს მიღებული არც ერთი მხარის სასარგებლოდ, ის უნდა შეეხოს ყველა მხარეს და ამან უნდა შეძლოს უთანხმოებების ფურცლის გადაშლა ანუ ამ საკითხის დახურვა, რომ მომავალში 20-21 ივნისთან დაკავშირებული მოვლენები აღარ იყოს დაპირისპირების საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არის შეთანხმების არსი ამ პუნქტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ და ზუსტად ამიტომ დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი. ეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, არც დღეს არ გახლავთ რაღაც მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ვინმემ თქვას ეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ამიტომ ვიღებთ.

მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას და ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს უთანხმოება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასებები თვითონ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს წარსულზე და მომავალში, მაგრამ სამართლებრივად უთანხმოების ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს. ეს არის მიშელი შეთანხმების პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. მოვუწოდებ ჩემ კოლეგებს, რომ დროა მივიღოთ ეს პროექტი“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა