ანრი ოხანაშვილმა და რატი ბრეგაძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც „ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონებს უკავშირდება.

„ჩვენ შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. იუსტიციის სამინისტროს ექნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა ყველა მის მნიშვნელოვან წამოწყებასა თუ დაგეგმილ რეფორმაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს