შარლ მიშელი პანდემიაზე - მსოფლიოს აქვს უფლება იცოდეს, ზუსტად რა მოხდა, რათა გაკვეთილის სწავლა შეძლოს

ევროკავშირის ლიდერები კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

”გამომძიებლებს სჭირდებათ სრული წვდომა იმაზე, რაც საჭიროა ამ პანდემიის წყაროს დასადგენად”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით კი, მსოფლიოს უფლება აქვს იცოდეს, სინამდვილეში რა მოხდა.

„მსოფლიოს აქვს უფლება იცოდეს, ზუსტად რა მოხდა, იმისთვის, რომ გაკვეთილის სწავლა შეძლოს,“ - განახადა მიშელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა მცდელობას.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, პროექტის ტექსტში, რომელიც აშშ-ევროკავშირის სამიტზე მომავალ კვირაში უნდა დაამტკიცონ, აღნიშნულია, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ კვლევის მეორე ფაზის ჩატარებას მოითხოვენ.

”ჩვენ მოვითხოვთ პროგრესის მიღწევას გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ექსპერტების ხელმძღვანელობით და ჯანმო- ს მოწვევით ჩატარებულ მე-2 ეტაპის კვლევაზე კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ, რომელიც თავისუფალი იქნება ჩარევისგან,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია და ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.”

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები კი კორონავირუსის წარმოშობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ: პირველი, ვირუსი ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად წარმოიშვა და მეორე, ის ადამიანს რომელიღაც ცხოველისგან გადაედო. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ საიდუმლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ უხანის ლაბორატორიის სამი მკვლევარი 2019 წლის ნოემბერში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე გრიპის მსგავსი დაავადებით ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს