კადეტებმა ბოლო საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში ჩაატარეს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიცეუმის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსის უფროსმა, მაიორმა მამუკა ოდიკაძემ, კადეტებმა დავით ჭანკოტაძემ და მარიამ ღიბრაძემ მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.

აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს კადეტთა ლიცეუმში ღია კარის დღე ტარდება, სადაც მისული მოსწავლეები და მათი მშობლები, ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ პირობებსა და საგანმანათლებლო ობიექტებს გაეცნობიან. ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ საბაზო საფეხურის მეცხრე კლასს. მოსწავლეებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. საბოლოოდ კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად, აუცილებელია სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმების გავლა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა