თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, უწყებაში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაცით, გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ნიდერლანდელი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას საქართველოში, ასევე ალიანსის აქტიურ არსებობას შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაკეთდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა SNGP-ის ერთ-ერთი წარმატებული ინიციტივის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განხორციელებაში ნიდერლანდური მხარის კონტრიბუცია და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და DIB სკოლას შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე ყურადღება გაამახვილა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა