გიორგი ვაშაძე - უარის თქმის პრინციპზე ამნისტიის კანონპროექტის ამ ჩანაწერს დავარქვათ „კობახიძის ნოუჰაუ“ - ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს

ამნისტიის თაობაზე მმართველი გუნდის პროექტი არის ნაღმი, რომელიც შეინარჩუნა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ ხალხის გაჭირვებაზე, ეკონომიკურ პრობლემებსა და კვლავ პოლიტიკურ კინკლაობას დაეთმოს დრო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის ჩანაწერი უარის თქმის პრინციპზე, პოლიტიკური კინკლაობისთვის ტოვებს ადგილს.

„ამნისტიის კანონპროექტის ამ კონკრეტულ ჩანაწერს დავარქვათ „კობახიძის ნოუჰაუ“. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს და ტოვებს ადგილს პოლიტიკური კინკლაობისთვის. ვწუხვარ, რომ უმრავლესობის პრიორიტეტი არის არა ხალხი, არამედ პოლიტიკური კინკლაობა. გუშინ ჩვენ გამოვედით კონკრეტული ინიციატივით და უკვე დავიწყებთ ინდივიდუალურად ყველა დეპუტატთან მუშაობას, რომ სრულად მოხდეს ღირსეული კომპენსაცია ყველა დაზარალებული ადამიანის, ვინც 20 ივნისს დაზიანდა და ეს მაინც გააკეთოს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მკურნალობაზე და მათ კომპენსაციაზე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა