ნიკა მელიას საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის განცხადებით, მელია ხალხს ჟესტიკულაციითა და ხმით პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის, ალექსი ბუიშვილის განცხადებით, ნიკა მელია ხალხს ჟესტიკულაციითა და ხმით პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა.

როგორც ბუიშვილმა განმარტა, მელიამ აღნიშნული მოწოდება არაერთგზის განახორციელა.

„ჟესტიკულაციით აჩვენებდა ხალხს, რომ უნდა შევიდეთო. ამ მოწოდების შემდეგ ხალხის აგრესია იმატებდა.

მესმოდა - უნდა შევიდეთ, პარლამენტი ავიღოთო და ა. შ. თვითონაც აქტიურ მოქმედებაში იყო, შემობრუნდებოდა, გვაწვებოდა, ზურგითაც გვაწვებოდა.

მოწოდება არაერთგზის იყო, ამის შემდეგ ხალხის რეაქცია მძაფრდებოდა, აგრესიას გამოხატავდნენ, საგნებს ისროდნენ",- განაცხადა ბუიშვილმა.

მისი განცხადებით, მელია დაამახსოვრდა, ვინაიდან მისგან დაახლოებით მეტრანახევრის დაცილებით იდგა, ამასთან მას თეთრი პერანგი ეცვა, ასევე, დაინახა მისი ჟესტიკულაცია და გაიგონა მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ მას დაუსვა კითხვა, თუ რატომ დაამახსოვრდა მელია, რაც დაცვის მხარემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს ჯვარედინი დაკითხვისას გაჟღერებული კითხვებიდან არ გამომდინარეობდა. ამასთან, მოწმეს უკვე პასუხი ჰქონდა გაცემული. აღნიშნულის შემდეგ პოლიციელმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დაამახსოვრდა მას მელია.

"განსხვავებული ვარცხნილობა აქვს, ვარცხნილობაც არ ჰქვია, თმა არ აქვს ჩემსავით",- განაცხადა პოლიციელმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა