ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა ჟენევაში გაიმართება, - შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას ვილა ლა გრანჟი 16 ივნისს უმასპინძლებს”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამასთან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „შვეიცარია მადლობას უხდის ორ ქვეყანას ჟენევის არჩევით ნდობის გამოხატვისთვის“.

მე-18 საუკუნის ვილა ლა გრანჟი ქალაქის უდიდეს პარკში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. მედიის ინფორმაციით, ვილა 8-18 ივნისს ვიზიტორებისთვის დახურულია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 14-17 ივნისს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო