ივანე მაჭავარიანი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  დაინიშნა

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. კომპანიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.

ივანე მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

ახალი დირექტორი, კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა