ლატვიელი დეპუტატი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის 43 ეპიზოდში ამხილეს

ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას პარტია „თანხმობის“ დეპუტატის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იანის ადამსონსის სახლში ჩხრეკის ჩატარების და მისი დაკავების ნება დართო, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშულ გადაწყვეტილებას დღეს მხარი სეიმის 69 დეპუტატმა დაუჭირა.

გამოძიების ვერსიით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტების თანახმად, საუბარია ჯაშუშობის 43 ეპიზოდზე. უწყების ცნობით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მედიასთან საუბარში ადამსონსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია და ინფორმაციის გაცემის ერთადერთი ეპიზოდები მისი ინტერვიუები იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო