UEFA-მ უკრაინას „ევრო 2020“-ზე მოასპარეზე ფეხბურთელთა ფორმიდან „პოლიტიკური სლოგანის” მოხსნა დაავალა

„უეფამ“ უკრაინას დაავალა „ევრო 2020”-ზე მოასპარეზე ფეხბურთელთა ფორმიდან სლოგანი „დიდება ჩვენს გმირებს“ მოაშოროს. „ევრონიუსის“ ცნობით, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული ქმედება პოლიტიკურ განაცხადად მიიჩნია. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს „უეფასთან“, რათა სლოგანი მაისურებზე შეინარჩუნონ.

„ევრო 2020”-ზე საასპარეზოდ უკრაინის ეროვნულმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი ფორმა წარადგინა. მაისურზე გამოსახულია რუკა, ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის ჩათვლით. ამასთან, მასზე დატანილია წარწერა: „დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“. ამან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებში უკმაყოფილება გამოიწვია. უკრაინის ნაკრების მიერ ევრო 2020-ზე საასპარეზოდ წარდგენილ ფორმასთან დაკავშირებით კომენტარი კრემლშიც გაკეთდა. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ეს უეფა-ს პრეროგატივაა და სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს. მაისურებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის საფეხბურთო გაერთიანებამაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს